გიორგი მარგველაშვილი  დეიმონ ვილსონს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი დეიმონ ვილსონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ  ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს შეხვდა.

საუბრის  მთავარი თემა  საქართველოს  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.  მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველო-ამერიკას შორის  ორმხრივი ურთიერთობები.  

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი- საგარეო საქმეთა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.