20-21 მაისს ნატოში საქართველოსა და უკრაინაზე იმსჯელებენ

20-21 მაისს ნატოში საქართველოსა და უკრაინაზე იმსჯელებენ

20-21 მაისს ბრიუსელში სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხი განიხილება. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, ორდღიან სხდომას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს. ნატოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელები კი სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ საქართველოსა და უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის, ასევე სტრატეგიულ სამხედრო საკითხებს. საუბარი შეეხება საქართველოსა და უკრაინაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

"რაც შეეხება უკრაინას, განხილვა მიმართული იქნება ნატოსა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობისა და თავდაცვის რეფორმებისკენ. საქართველოსთან მიმართებაში კი მოხდება აზრთა გაცვლა ნატო-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში მოქმედებათა ერთობლივი პაკეტის რეალიზაციის შესახებ", - განაცხადეს პრესსამსახურში.