არსებული ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესუსრების დაცვის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლადო ჭანტურიას მრჩევლად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება "ინტერპრესნიუსმა" საგარეო საქმეთა სამინისტროში სცადა. როგორც საგარეო უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მას არ აქვს.
ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესუსრების დაცვის მინისტრის პოსტი 28 აპრილს დატოვა, მიზეზად კი ოჯახთან ყოფნის სურვილი დაასახელა. ელგუჯა ხოკრიშვილის ოჯახი გერმანიაში ცხოვრობს. გარემოსა და ბუნებრივი რესუსრების დაცვის მინისტრად გიგლა აგულაშვილი დაინიშნა.