რამდენიმე წუთის წინ ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ აძვის განაპირას, დღეს დილით დაკავებული მოზარდები გაათავისუფლეს. მთელი დღის განმავლობაში შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტი და შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია დაკავებული მოზარდების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ორივე მათგანი ერგნეთის საგუშაგოს ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ოსურმა მხარემ ცოტა ხნის წინ გადასცა.
გათავისუფლებულები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, საიდანაც მალე საკუთარ ოჯახებში მიიყვანენ. ორივე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლა არ განხორციელებულა.