ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ეროვნული ბანკი უნდა ფლობდეს ინფორმაციას კომერციული ბანკების გადარიცხვებთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ეხმაურება. ექსპერტი ენერგეტიკის მინისტრს განცხადების გაკეთების არასწორი დროის შერჩევაზე მიუთითებს და ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა კახი კალაძეს თავი შეეკავებინა მსგავსი განცხადების გაკეთებისგან, მითუმეტეს, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში შესულია პარლამენტში და პარლამენტს შეუძლია დადოს საპირწონე დასკვნა.
„საქართველოს საფინანსო სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არსებობს ეს არის მყარი საბანკო სისტემის არსებობა, ძალიან ფაქიზი თემაა, ეროვნულმა ბანკმა ამ სპეკულაციების მიღმა ანგარიში გაამზადა წერილობით და დევს პარლამენტში. ახლა პარლამენტის ჯერია გააკეთოს შემდგომი სვლა და ანალოგიურად დაუდოს საპირწონე დასკვნა ეროვნულ ბანკს,“-აცხადებს ჯგერენაია.