თინა ხიდაშელის მრჩევლად მედიასთან ურთიერთობების საკითხებში იმედა დარსალია დაინიშნა

თინა ხიდაშელის მრჩევლად მედიასთან ურთიერთობების საკითხებში იმედა დარსალია დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მრჩევლად მედიასთან ურთიერთობების საკითხებში იმედა დარსალია დაინიშნა.

"იმედას ყველა იცნობთ. დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ურთიერთობა არ გაგიჭირდებათ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს სამინისტრო მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე აბსოლუტურად ღია, გახსნილი და გამჭვირვალე იყოს მედიისთვის. ყველაფერი, რაც ამ სამინისტროში ხდება და ჩვენი საზოგადოების ინტერესში იქნება, თქვენ ყველაფერ ამაზე ხელი მიგიწვდებათ", - მიმართა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მედიასთან იქნება რეგულარული შეხვედრები.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, პირველი ასეთი დიდი შეხვედრა მედიასთან თვის ბოლოს გაიმართება, სადაც საუბარი იქნება გეგმებზე.