საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოადგილეები წარადგინა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოადგილეები წარადგინა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სამი მოადგილე წარადგინა. ფინანასთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მოადგილეებად დაინიშნენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე და იურისტი ბესიკ ლოლაძე.

ამავდროულად, ბესიკ ლოლაძე თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.

გარდა ამისა, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, კიდევ ორი მოადგილე ეყოლება, თუმცა ისინი ამ დროისთვის უცხოეთში სწავლობენ და საქართველოში დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის დაბრუნდებიან.