EBRD-ის რუსეთში საქმიანობა არ შეუწყვეტია, თუმცა ახალი პროექტების დაწყება არ იგეგმება

EBRD-ის რუსეთში საქმიანობა არ შეუწყვეტია, თუმცა ახალი პროექტების დაწყება არ იგეგმება

EBRD-ის რუსეთში საქმიანობა არ შეუწყვეტია, თუმცა ახალი პროექტების დაწყება არ იგეგმება, - ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა ფაქტები დავალაგოთ, ჩვენ რუსეთში საქმიანობა არ შეგვიწყვეტია, მივიღეთ გზავნილები ყველა ჩვენი აქციონერიდან და მასში ნათქვამი იყო, რომ ახალი პროექტების განხილვა არ უნდა მოხდეს. ეს იყო რაც მოხდა გასულ წელს. ჩვენ მმართველ გუნდში ვითვალისწინებთ მმართველთა გადაწყვეტილებას. ჩვენი წინა პროექტები ხორციელდება, თუმცა ახალი პროექტების დაწყება არ იგეგმება", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

მისივე თქმით, იმის თქმა, რომ კონტაქტი არ არის, ეს ინფორმაცია მცდარია.

"ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან და ამ რეჟიმში ვმუშაობთ. დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გადავწყვეტთ წამოვიწყებთ თუ არა ახალ პროექტებს", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, რუსეთის დელეგაცია ესწრებოდა, რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით.