საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ეს არის ყველაზე კარგი პროგნოზირება რეგიონისთვის

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ეს არის ყველაზე კარგი პროგნოზირება რეგიონისთვის

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2,3%-მდე შემცირდა, თუმცა ეს არის ყველაზე კარგი პროგნოზირება ამ რეგიონისთვის, - ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2,3%-მდე შემცირდა.

"სხვათა შორის, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ყველაზე კარგი პროგნოზირება ამ რეგიონისთვის. თუ მთლიანობაში განვიხილავთ ჩვენ რეგიონს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 1,8% იქნება საშუალოდ საქართველოსთვის. რაც შეეხება პროგნოზირებას, თუ დავუბრუნდებით იანვრის თვეს, რისკები გაიზარდა. ასევე ეს არის რეცესიით გამოწვეული, რომელსაც რუსეთში ჰქონდა ადგილი", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

EBRD-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მდგრადად ვითარდება იმ გარემოში, რომელშიც უხდება ყოფნა.

"ამავდროულად ვფიქრობ, რომ ცენტრალური ბანკი, ასევე მთავრობა მოახერხებენ, რომ ეს პროცესი და, ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკა მართონ. მე არ ვფიქრობ, რომ დიდი ხანი დასჭირდება იმას, რომ საქართველომ თავისი პოტენციალი განავითაროს. ეკონომიკური საფუძვლები აქ საკმაოდ გონივრულია", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

რაც შეეხება ფისკალურ დეფიციტს, როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ცდილობს, გარკვეულწილად აკონტროლოს ეს ფინანსები, მოიჭიროს ქამრები. ამავდროულად ჩაკრაბარტის მიაჩნია, რომ აუცილებელია სხვა ღონისძიებები.

"ვფიქრობ, რომ მთავრობას აქვს საკმადო კარგი გეზი აღებული, რათა მან ეს პრობლემები მოაგვაროს და ამას აკეთებს კიდეც", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.