კვორუმის პრობლემის გამო, პარლამენტის დღევანდელი სესია ვერ გაიხსნა. რეგისტრაცია 66-მა დეპუტატმა გაიარა. პარლამენტი უფლებამოსილი არ იყო პლენარული სხდომა გაეხსნა , რადგან კვორუმი 76 დეპუტატია. განმეორებითი რეგისტრაცია 15 წუთში ჩატარდება.
კვორუმის არარსებობის მიზეზით პარლამენტის პლენარული სხდომა 13 მაისსაც ჩიშალა.