უკრაინას რუსეთის საზღვრის გასწვრივ დამცავი კედლის აგება 200 მლნ დოლარამდე დაუჯდება

უკრაინას რუსეთის საზღვრის გასწვრივ დამცავი კედლის აგება 200 მლნ დოლარამდე დაუჯდება

რუსეთის საზღვრის გასწვრივ დამცავი კედლის აგება უკრაინას ოთხი მილიარდი უკრაინული გრივნა დაუჯდება, რაც დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იტყობინება. 

როგორც მოსალოდნელია, მშენებლობის მიზნით, აღნიშნული თანხის ნახევარი მიმდინარე წელს დაიხარჯება. მთავრობის ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საზღვარზე დამცავი კედლის საერთი სიგრძე ორი ათასი კილომეტრი იქნება. მისი მშენებლობა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. კედელი ოთხი მეტრის სისქის იქნება და ორი მეტრის სიღრმეში ჩააშენებენ. კედლის გასწვრივ 17-მეტრიანი სათვალთვალო კოშკები და სასაზღვრო საკონტროლო პუნქტები გაიხსნება, რომლებიც უსაფრთხოების სპეციალური მოწყობილობებით აღიჭურვება. 

უკრაინის მთავრობამ რუსეთის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კიევის განცხადებით, მოსკოვმა უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებები დაიწყო.