გყავდათ სპეციალურად მომზადებული

გყავდათ სპეციალურად მომზადებული "ქილერები", რომლებსაც არასასურველი პიროვნებების გასანეიტრალებლად ამუშავდებდით

გყავდათ სპეციალურად მომზადებული ჯგუფები - ე.წ. "ქილერები", რომლებსაც თქვენთვის არასასურველი პიროვნებების გასანეიტრალებლად ამუშავდებდით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამოვლისას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალი ხელისუფლების პირობებში იქნა ბევრი ისეთი დანაშაული გამოძიებული, რომელიც წინა მთავრობის დროს იყო ჩადენილი.

"ყოფილი პოლკოვნიკების, მაიორების და ა.შ. ადამიანების გაუჩინარება, მათი დახოცვა, რომელიც შემდგომ ახალმა ხელისფლებამ გამოიძია ჩემი მინისტრობის დროს. ძალიან მარტივად შემიძლია, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ გყავდათ სპეციალურად მომზადებული ჯგუფები ე.წ. "ქილერები", რომლებსაც ამუშავდებდით თქვენთვის არასასურველი პიროვნებების გასანეიტრალებლად. ეს იყო რეალობა", - მიმართა ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლს, ირმა ნადირაშვილს.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების პრიობებში ძალიან ბევრი დანაშაულის გამოძიება მოხდა.

"სამეგრელოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებები. მე ძალიან მიკვირს, თქვენ როგორ ბედავთ სამეგრელოში ჩასვლას. ის ტრაგედია, რაც გადაიტანა ამ რეგიონის მოსახელობამ, საშინელი სტრესის ქვეშ ამყოფებდით არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ სხვა რეგიონებსაც. ეს არის სწორედ ის მეთოდები, პრაქტიკა და სტილი თქვენი მუშაობის, რომელიც დამკვიდრებული იყო საქართველოში და ჩვენ დავასრულეთ. დიახ, მე ვიყავი მინისტრი, როდესაც ეს უმძიმესი დანაშაულებები გამოვიძიეთ. უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც სუბრობთ და ვითომ იცავთ პოლიციელების ინტერესებს. ჩემზე მეტად ნამდვილად არ შეგტკივათ გული არც იმ სპეცრაზმელებზე, არც იმ პოლიციის, პროკურატურის თანამშრომლებზე, თუ სხვებზე. მე ამის გარანტიას გაძლევთ", - მიმართა ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას.