პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გამოკვეთილია სურათი, თუ რა მარშუტით ხდებოდა ნარკოტიკების გადადგილება საქართველოს გამოყენებით.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ღარიბაშვილმა ნარკოტიკული დანაშაულის და ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება.
"ის, რაც მთელი ათი წლის განმავლობაში წინა მთავრობის მიერ იყო გამოვლენილი, 5 კილო ნარკოტიკი იყო. ამ დროს ყოველწლიურად საქართველო გამოიყენებოდა, როგორც ნარკოტრანზიტის ქვეყანა. ამ მიმართულებით წინა მთავრობა აბსოლუტურად არაეფექტური და უუნარო იყო. ჩვენს მიერ, პირველად საქართველოს ისტორიაში, 116 კგ ჰეროინი და 3 ტონამდე თხევადი ჰეროინი იქნა ამოღებული. ეს დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლამადე ღირებულების ნარკოტიკია. რა თქმა უნდა, სერიოზული მსჯელობის საგანია, რატომ არ ხდებოდა ეს თქვენს დროს - ან უნდა აღიაროთ, რომ იყავით უუნაროები და არაფექტურები ამ მიმართუებით, ან შეიძლება გამოვთქვათ საფუძვლიანი ვარაუდი და ეჭვი, რომ იყო გარკვეული გარიგებაც. ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ აგრესიული ბრძოლა ნარკოდანაშაულის - ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ. ჩვენი ეფექტური პოლიტიკის და სწორი მოქმედებების შედეგი იყო ის, რაც გამოვავლინეთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკელებთან, ასევე თურქ პარტნიორებთან. გვაქვს გამოკვეთილი სურათი, თუ რა მარშუტით ხდებოდა ნარკოტიკების გადადგილება მათ შორის საქართველოს გამოყენებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მისამართით.