ინსტიტუციური დემოკრატია - აი, რას დატოვებს ეს მთავრობა მემკვიდრეობად

ინსტიტუციური დემოკრატია - აი, რას დატოვებს ეს მთავრობა მემკვიდრეობად

ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებული უაღრესად დადებითი ტექნიკური ანგარიში არის ბოლო ექვსი თვის მანძილზე მასშტაბური მუშაობის შედეგი. იმიტომ რომ დადებითია, დღეს პარლამენტში ამაზე ოპონენტები არ ისაუბრებენ! არადა მისალოცია ქვეყნისთვის! ,- ასე ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე ევროკომისიის ანგარიშს.

"ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და რეფორმების ამ აღიარებას და მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიტიკოსს და საჯარო მოხელეს, ვინც ამ შედეგის მიღებაში მიიღო მონაწილეობა. დიახ, ჩვენ ეს შევძელით ყველამ ერთად! და მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ინსტიტუციური დემოკრატია - აი, რას დატოვებს ეს მთავრობა მემკვიდრეობად. ევროკავშირი: "საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკის ფარგლებში. ეს წარმოაჩენს ქვეყნის სრულ მზადყოფნას და იმ ძალისხმევის ხარისხს, რაც მან განახორციელა. საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების იმპლემენტაცია და შედეგები სიღრმისეულად იქნა გაანალიზებული. ეს ადასტურებს, რომ საკანონმდებლო და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება, ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპების და პროცედურების ერთიანობა ოთხივე ბლოკის შემთხვევაში საერთო ჯამში შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო მთლიანობაში შეესაბამება ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ამოცანებს",- წერს თეა წულუკიანი.