კობახიძე ღარიბაშვილს სამთავრობო აგარაკებით მოსარგებლე ყოფილი თანამდებობის პირების დასახელებას სთხოვს

კობახიძე ღარიბაშვილს სამთავრობო აგარაკებით მოსარგებლე ყოფილი თანამდებობის პირების დასახელებას სთხოვს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძემ, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს წინა ხელისუფლების იმ კონკრეტული თანამდებობის პირების დასახელებას სთხოვს, რომლებიც სამთავრობო აგარაკებით - მათ შორის წყნეთის სამთავრობო აგარაკით სარგებლობდა. განცხადება კობახიძემ, პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. კობახიძემ პრემიერისგან არსებული სიტუაციის შეფასება მოითხოვა, თუ როგორ ცხოვრიბდა მთავრობა 2012 წლამდე და როგორ ცხოვრობს დღეს.

"მთავრობის მიერ დასახულ გეგმაში წარმოდგენილია პრივატიზაციის განხორციელება – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების გასხვისება, რათა ბიუჯეტში შესაბამისი თანხები შემოვიდეს და მოხმარდეს ინვესტირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია წყნეთის სამთავრობო აგარაკები, რომლის პრივატიზაციაც იგეგმება. მაინტერესებს, თუ იყო ეს აგარაკები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სარგებლობაში, მფლობელობაში და ვინ იყვენ ის ჩინოვნიკები, ვინც თავის დროზე ამ ქონებით სარგებლობდა. ხომ არ არიან ამ დარბაზში ის ადამიანები, რომლებიც ამ სახელმწიფო ქონებით - აგარაკებით სარგებლოდნენ და ცხოვრობდნენ ძალიან კარგად, ხოლო დღეს მთავრობის და პარლამენტის წევრები სარგებლობენ თუ არა ამ აგარაკებით? არის თუ არა სხვაობა? შევაფასოთ არსებული სიტუაცია, ნიშნავს იმას, შევადაროთ როგორ ცხოვრობდა მთავრობა 2012 წლამდე და როგორ ცხოვრობს დღეს", - განაცხადა კობახიძემ.