"ვერ მივიღეთ პასუხი ვერც ერთ კონცეპტუალურ საკითხთან დაკავშირებით"

"ნაცოიონალური მოძრაობის" მსგავსად, "თავისუფალი დემოკრატები" ამბობენ, რომ პრემიერის გამოსვლიდან ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე პასუხები ვერ მოისმინეს:

"ვერ მივიღეთ პასუხი ვერც ერთ კონცეპტუალურ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ქვეყნის ფისკალურ-ეკონომიკურ, საინვესტიციო, თუ სხვა დასაქმებით საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხები იმ რეფორმირებასთან დაკავშირბით, რომელიც უკავშირდება სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირებას, განსაკუთრებით პროკურატურის რეფორმიერბას. ნატოსა და ევროკავშირის დაგეგმილ და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტებთან დაკავშირებით მე მკაფიო პასუხებიო ვერ მოვისმინე” აცხადებს დეპუტატი ვიქტორ დოლიძე.