აღმაშენებლის ხეივანში ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩამოინგრა

აღმაშენებლის ხეივანში ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩამოინგრა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩამოინგრა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სატვირთო ავტომობილი ხიდს გამოედო , რამაც რკინის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან.

მომხდარის გამო აღმაშენებლის ხეივანში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება.