დარწმუნებული ვარ, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ქართული სპორტის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს უკვე ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განუცხადა.
ყიფიანი დღეს სამინისტროში მინისტრის თანამდებობაზე დანიშნულ ტარიელ ხეჩიკაშვილს შეხვდება, თანამდებობას გადააბარებს და სამინისტროს საქმიანობას გააცნობს.
"ეს ადამიანი მოტივირებულია, რომ გააკეთოს კარგი საქმე. დარწმუნებული ვარ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ჩვენი სპორტის საკეთილდღეოდ. სადაც არ უნდა ვიყო, ხელს შევუწყობ მას. ჩვენი სურვილია, რომ ის პროექტები, რომელიც დაწყებული ან დაგეგმილია, გაგრძელდეს და განხორციელდეს", - განაცხადა ყიფიანმა.
მისივე თქმით, ორი დღის წინ მასსა და ხეჩიკაშვილს შორის კონსულტაციები უკვე გაიმართა, სადაც უწყების საქმიანობის შესახებ ისაუბრა