საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ მარგველაშვილი ხვდება, რომ ქვეყანაში არის სულ სხვა გამოწვევები. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ წარმოუდგენია არანაირი პროგრამა როგორ აპირებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობის გამოსასწორებლად მუშაობას:
"ისევე როგორც ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პრეზიდენტიც ხვდება, რომ ეს ყველაფერი არის რაღაც გაუგებარი თამაში, ქვეყანაში არის სულ სხვა გამოწვევები, ეკონომიკა, უმუშევრობა, ლარის კურსი, რეებს აკეთებენ, ვის ცვლიან, რას ცვლიან, არც პროგრამა წარუდგენიათ, არც საქმის კურსში ჩაუყენებიათ არავინ და ასე უნდოდათ თითქოს, ეს რაღაც სათამაშოა, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტა სოლოლაკის მბრძანებელმა, რომ დღე და ხვალ მიეღო გადაწყვეტილება. ხანდახან პრეზიდენტი მაოცებს ხოლმე და სასახლეში რომ შევიდა იმის მერე, მეორე სწორი გადაწყვეტილება მიიღო” განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში.