გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გახდება. ხეჩიკაშვილი ბიზნესით და ამავდროულად სპორტული სფეროთი დაკავებული პირია. ფლობს საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს".
არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას თინა ხიდაშელი დაიკავებს. კიდევ ერთი "რესპუბლიკელი" დეპუტატი გიგლა აგულაშვილი კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გახდება.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხვალ საზოგადოებას სპეციალურ ბრიფინგზე თავად ირაკლი ღარიბაშვილი გააცნობს.