ამ დრომდე ოფიციალურად უცნობია რატომ არ დაასახელა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა და რატომ გადაიდო პრეზენტაცია ხვალისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ გარემოს დაცვის და სპორტის მინისტრების გარდა, მთავრობაში შესაძლოა სხვა ცვლილებებციც განხორციელდეს და მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ვიხილოთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცვლიოლება შესაძლოა თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს შეეხოს. ასევე არ გამოირიცხება, რომ შეიცვალოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიაც.