"თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩემი მხრიდან დანდობა არ იქნება"

ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი და ქართველი სამხედროების შესახებ სკანდალურ ინფორმაციაზე პირველ განცხადებას აკეთებს საფრანგეთის პრეზიდენტი. ფრანსუა ოლანდის განცხადებით თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, სასჯელი იქნება ძალიან მკაცრი. " თუ ვინმე ცუდად იქცეოდა, ჩემი მხრიდან დანდობა არ იქნება,"- ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაქტებს არ დამალავენ და გამოძიებას ბოლომდე მიყვებიან. უწყების ცნობით ფატქზე მოკვლევა უვე მიმდინარეობს