"შიდა დაპირისპირებაა გადანაწილების საქმეში"

სახელისუფლებო გუნდი მინისტრების კანდიდატურებზე ვერ თანხმდება და შიდადაპირისპირებაა-აცხადებს ოპოზიცია და სახელისუფლებო გუნდს ივანიშვილის ინტერესების გამტარებლებს უწოდებს. როგორც “პირველ რადიოსთან” გაკეთებულ განცხადებაში, ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, ვინ იქნებიან მინისტრები მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და არა ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან:

 “დიდი ალბათობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქ შიდადაპირისპირებაა გადანაწილების საქმეში. იმის ნაცვლად რომ ზრუნავდნენ ჩამოაყალიბონ ტექნიკური, პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტებული მთავრობა, რომლის მთავარი საზრუნავი იქნებოდა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ეხლა ამთი საზრუნავი არის ვინ უფრო მეტ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. ეს ერთი. მეორე, ივანიშვილის ამ ფორმალური მმართველობის პირობებში საბოლოო ჯამში მინისტრების პორტფელებსაც დიდი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ რომ ისინი ან ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, ან იღებენ გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ივანიშვილის დავალება და მითითება მოუვათ. ეს დავალებები და მითითებები კი არასდროს არ არის ნაკარნახევი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის მხოლოდ მათი კლანური ინტერესები, გავიხსენოთ მაგალითად საყდრისის ამბავი, სათბურების ერთ ლარად გადაცემა და ა.შ ამ ყველაფრის აღმსრულებლები არიან დღევანდელი ჩინოვნიკები, მას შემდეგ რაც კონკრეტული დავალება მოსდით ზემოდან, თავიოანთი უზენაესი მმართველიდან, ხოლო თუ ასეთი დავალება არ არის, ისინი ინერტულები არიან და ვერაფერს აკეთებენ.” განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა “პირველ რადიოსთან” გაკეთებულ კომენტარში.