ირაკლი ალასანია ვიდეოდიალოგის "დიალოგო მოსახლეობასთან" დროს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით ხელისუფლებაში მოსვლის შე,ტხვევაში მისი გუნდი განახორციელებს. ამ კუთხით ალასანიამ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია ახსენა:
‘’ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყოთ ზრუნვა საკანონმდებლო ცვლილებებზე და ეს არ გაიჭიმება. არა მხოლოდ მარიხუანის არამედ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდება. მთავარი ის არის, რომ ადამიანი, მოქალაქე არ უნდა ჩასვა ციხეში იმისთვის, რომ ის მოიხმარს ნარკოტიკს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩასვა ის ციხეში ეს არის დაავადება, რომელიც იკურნება და რომელზედაც საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა აიღოს მკურნალობაზე პასუხისმგებლობა და ეს არ ნიშნავს ლეგალიზაციას არავითარ შემთხვევაში. ეს არ არის ერთი ნაბიჯი ზოგადად ნარკოტიკთან ბრძოლის ინიციატივის, ეს არის ერთერთი ნაწილი. ძირითადად ეს იქნება კომპლექსური მიდგომა მეტი საშვალებები გაუჩნდება ჩვენი მხრიდან შსს–ს სამართალ დამცველ სტრუქტურებს, რომ ებრძოლონ გავრცელებას, ებრძოლონ გადამყიდველებს, ტრანზიტს ნარკოტიკული ნივთიერებების ჩვენს ქვეყანაში. მომხმარებელი დაცული უნდა იყოს კრიმინალური და სისხლის სამართლებრივი დევნისგან და მათ უნდა მიეცეს შესაძლებლობა დამოკიდებულების მოხსნის’’. განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.