ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილის დადებითად ახახიატებს და ამბობს, რომ ის პრინციპული პიროვნებაა. "ახალი ისეთი მინისტრი დაინიშნა, რომ ის პრინციპულობით გამოირჩევა და შევარდნაძის დროს ის იყო ლამის ერთადერთი კაცი, რომელიც იბრძოდა და დაიჭირა ვალუტის კურსი. ამიტომ დაველოდოთ ამ მინისტრის მუშაობას და თუ რამე მოხდა თქვენ უფრო მეტი საფუძველი გექნებათ კრიტიკისთვის",- განაცხადა ივანიშვილმა.