მთავრობის დასახელება გადაიდო

მთავრობის დასახელება გადაიდო

ცოტა ხნის წინ კანცელარიაში შეკრებილ ჟურნალისტებს, რომლებიც 3 საათზე ახალი მთავრობის დასახელებას ელოდებოდნენ განუცხადეს, რომ პრემიერი 15 საათზე მედიასთან აღარ გამოვა და მთავრობის განახლებული შემადგენლობის დასახელება “მოგვიანებით” იქნება. ზუსტი დრო უცნობია, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციაში შეკრბელი ჟურნალისტებისთვის ცნობილია, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრების უმეტესობა ამ დროისთვის სახელმწიფო კანცელარიაშია და ისინი ბოლო კონსულტაციებს გადიან. ოფიციალურად ამ დრომდე კვალავ არ დასტურდება, რომ მთავრობას 2 ახალი წევრი ჰყავს-გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სპორტის მინისტრი- არჩილ თალაკვაძე.