ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ლევან ყიფიანი და სპორტის კომიტეტის წევრები ვერ შეარიგა

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ლევან ყიფიანი და სპორტის კომიტეტის წევრები ვერ შეარიგა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირადად მას ჰქონდა მცდელობა შეერიგებინა ლევან ყიფიანი და პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრები.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "მოქალაქისა" და "2030"-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

"სპორტის მინისტრთან დაკავშირებით რამდენი ხანია მიდის დებატები, რომ საკუთარ გუნდთან ჰქონდა პრობლემები. მე პირადად ძალიან მესიპათიურება ყიფიანი, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან განვიცადე, არ დაგიმალავთ მე მქონდა მცდელობა მათი შერიგების, მაგრამ არ მოხერხდა. პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და რაც მთავარია თვითონაც მიიღო", - განაცხადა ივანიშვილმა და კიდე ერთხელ აღნიშნა რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ შფოთავს ამაზე მედია.