ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები, ჩვეულებრივი მუშა პროცესია, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ორგანზიცია "მოქალაქის" და "2030"-ის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რამ განაპირობა სამთავრობო ცვლილებები.
"ეს პროცესი პროცესებმა განაპირობა და ნორმალურია, ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ძალიან კარგი განცხადებები გაკეთდა, კითხვები არ ისმის, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი ამას სხვა კუთხით განიხილავს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დავით შავლიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და იმიტომ ტოვებს თანამდებობას.
"აქ სადაა კითხვები, არ ვიცი, ინსინუაციები არ ჭირდება იმას, როდესაც პრემიერი გამოდის და აცხადებს, რომ შავლიაშვილმა 107%-ით შეასრულა გეგმა და წარმატებული მინისტრი იყო. გარდა ჭორებისა, რაც შავლიაშვილის ირგვლივაა, სხვა არაფერი არ არის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, შავლიაშვის შემცვლელი ნოდარ ჯავახიშვილი არის მთელი გუნდიდან, "ქართული ოცნებიდან" გამორჩეული თავისი პრინციპულობით.
"არაფერი გარდა ჭორაობისა, ამ სამინისტროს ირგვლივ არ ხდება", -განაცხადა ივანიშვილმა.