უშიშროების სტრუქტურების პოლიტიკური თვალთვალისთვის გამოყენება ძალიან გახშირებულია

უშიშროების სტრუქტურების პოლიტიკური თვალთვალისთვის გამოყენება ძალიან გახშირებულია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ უშიშროების სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური თვალთვალისთვის ძალიან გახშირებულია.

როგორც ალასანიამ კამპანიის - "დიალოგი მოსახლეობასთან" ფარგლებში, კითხვებზე პასუხისას განაცხადა, მის პარტიის ოფისებს 24-საათიან რეჟიმში უთვალთვალებენ.

"საააკაშვილმა რაც გააკეთა, უკვე წარსულშია. რაც კარგი შეიქმნა, შენარჩუნებულია და ეს ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, მაგრამ იმის გამოსწორება, რაც ნეგატიური იყო, აუცილებელია. მე სწორედ ეს ერთ-ერთი პრეტენზია მაქვს ივანიშვილის ხელისუფლებასთან, რომ მან პრაქტიკულად გადმოიღო წინა ხელისუფლებისგან ზეწოლის მახინჯი ფორმები, როგორიცაა პროკურატურის, უშიშროების სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური თვალთვალისთვის და ეს ახლა ძალიან გახშირებულია. პრაქტიკულად ჩვენი ოფისების 24-სათიანი მონიტორინგი დაიწყეს. იმის იქით აღარ მიდიან, მაგრამ თავისთავად ეს არის საშინელება, რომ უშიშროების ოფიცრები მოწყვეტილი ჰყავთ თავისი ძირითადი საქმისგან და იხარჯება შრომა, ენერგია, რესურსი, ჩვენი ამომრჩევლების ფული... ეს არ შეიცვალა და სწორედ ამას საბოლოდ მოვუღებთ ბოლოს 2016 წლის არჩევნების შემდეგ. ამის პირობას მე ვდებ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.