ღარიბაშვილის წარმოდგენა იგივე გუნდით არის მოქალაქეების

ღარიბაშვილის წარმოდგენა იგივე გუნდით არის მოქალაქეების

საპარლამენტო უმცირესობა მინისტრთა კაბინეტთან მწვავე კითხვების დასმას აანონსებს. როგორც ნაციონალურ მოძრაობაშიაცხადებენ, ეს პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას და კრიმინალს შეეხება. საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ მთავრობის ძველი შემადგენლობის წარდგენა, მოსახლეობის დაცინვაა:

"ღარიბაშვილის წარმოდგენა იგივე გუნდით არის კიდევ ერთხელ საქართველოს მოქალაქეების დაცინვა. კითხვები იქნება ძაან მწვავე, იქიდან რომ პირველ რიგში ეს იქნება ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში, ჩვენ მინისტრები გვეუბნებიან რომ ქვეყანაში თურმე კრიზისი არ ყოფილა, თურმე ქვეყანაში ყველაფერი არის ძალიან კარგი და ივანიშვილის ცნობილი ფრაზა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ბანკირები უნდა აიყვანონ, კიდევ ერთხელ დაცინვაა საქართველოს მოქალაქეების და ბუნებრივია საუბარი იქნება კრიმინალზე" განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აკაკი მინაშვილმა.