გერმანიის სპეცსამსახურები საფრანგეთისა და ევროკომისიის მაღალჩინოსნებს უთვალთვალებდნენ

გერმანიის სპეცსამსახურები საფრანგეთისა და ევროკომისიის მაღალჩინოსნებს უთვალთვალებდნენ

გერმანიის სპეცსამსახურები საფრანგეთისა და ევროკომისიის მაღალჩინოსნებს აშშ-ის სასარგებლოდ უთვალთვალებდნენ. ამის შესახებ Euobserver-ი გერმანულ გამოცემა "ზუდდოიჩე ცაითუნგზე" დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ცნობით, გერმანიის სპეცსამსახურები სატელეფონო საუბრებს ბავარიაში მდებარე ბად აიბლინგის სატელიტური ნავიგაციის სადგურში ისმენდნენ და შემდეგ ინფორმაციას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში გზავნიდნენ. თუმცა, გერმანული გამოცემა არ აკონკრეტებს თუ როდის და რამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა თვალთვალი.

ექსპერტების მოსაზრებით, მერკელის მთავრობისათვის ამ შემთხვევაში ყველაზე საზიანო იქნება ის, რომ გერმანია ყველაზე ახლო მოკავშირეს, საფრანგეთს უთვალთვალებდა.

საფრანგეთი და ევროკომისია აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ არ გამოხმაურებიან.