მთავრობის ახალი შემადგენლობა სავარაუდოდ დღეს ან ხვალ დასახელდება

მთავრობის ახალი შემადგენლობა სავარაუდოდ დღეს ან ხვალ დასახელდება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას სავარაუდოდ დღეს ან ხვალ დაასახელებს. ოთარ დანელიას თქმით, მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული პირების შესახებ განცხადებას თავად პრემიერი-მინისტრი გააკეთებს. მისივე თქმით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში პირადად ის რჩება.

"კონსულტაციები მიმდინარეობს, ბუნებრივია, მე ვერ გეტყვით ვინ იქნებიან მთავრობის ახალ შემადგენლობაში. კანდიდატების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ დღეს ან ხვალ თავად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს. ჩემს თავს როგორც მთავრობის ახალ შემადგენლობაში, ისე ზოგადად გუნდში ვხედავ", - აღნიშნა დანელიამ, რომლის აზრითაც, აუცილებელია პარლამენტმა მთავრობას ნდობა რაც შეიძლება მალე გამოუცხადოს, ვინაიდან სამინისტროებს სხვადასხვა სახის აქტივობები აქვთ დაგეგმილი.