ნიუ-იორკში ქალაქ ბალტიმორის მოსახლეობის სოლიდარობის მიზნით აქციები გაიმართა. დემონსტრაციას ამერიკული მედიის ცნობით, ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ზოგიერთმა აქტივისტმა ჰოლანდის გვირაბი და მთავარი მაგისტრალი გადაკეტა. პოლიციამ 100-მდე დემონსტრანტი დააკავა.
ბალტიმორში კი საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მოსახლეობა პოლიციის განყოფილებაში 25 წლის ფერადკანიანი ფრედი გრეის გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებს და მომხდარში სამართალდამცველებს ადანაშაულებს. არეულობის გამო, ბალტიმორში კომენდანტის საათია გამოცხადებული.