კიევსა და ლვოვში აფეთქებები მოხდა

კიევსა და ლვოვში აფეთქებები მოხდა

გასული ღამის განმავლობაში კიევსა და ლვოვში აფეთქებები მოხდა. "უნიანის" ცნობით, უკრაინის დედაქალაქში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორუპუსის ერთ-ერთ ბინაში გაზის ავზი აფეთქდა.

შედეგად ცოლ-ქმარი და მათი შვილი დაშავდა. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მშობლების მდგომარეობა კრიტიკულია, 13 წლის გოგონა კი უკეთესად არის. 

ქალაქ ლვოვში პოლიციის ერთ-ერთი პუნქტი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაშავებულები არ არიან. მომხდარის მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.