ენერგეტიკის სამინისტრო ლობირებს ტარიფების ზრდას

ენერგეტიკის სამინისტრო ლობირებს ტარიფების ზრდას

„ქართული დასის“ ლიდერი , ენერგეტიკის მინისტრსა და ვიცე-პრემიერის თანამდებობის შემსრულებელს, კვლავ საგაზეთო ფურცლებიდან უპირისპირდება. „ალისთან“ ინტერვიუში, ჯონდი ბაღათურია სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრს და სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ენერგეტიკის სფეროში ბიზნესი და კომერციული ინტერესები აქვთ. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი აბობს, რომ კალაძე და მისი გარემოცვა ენერგოტარიფის მომატებაში დაინტერესებულნი არიან.

„ნაცვლად იმისა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ლობირებდეს ტარიფების კლებას თუ არა შენარჩუნებას მაინც, დღეს მთავრობის შიგნით, ენერგეტიკის სამინისტრო ლობირებს ტარიფების ზრდას. აბა რა იქნება კალაძეს „თბილგაზის“ მმართველად გამოყვანილი ჰყავს თავისი ბიზნეს პარტნიორი გიორგი ბენაშვილი, რომელიც დღეს გაზის ტარიფების გაზრდას ითხოვს. ხოლო ენერგოტარიფების გაზრდას ითხოვენ კალაძის კომპანიები , ჰიდროელექტრო სადგურები, რომლებიც კალაძის კონტროლის ქვეშ არიან,“-აცხადებს „ალიასთან“ ინტერვიუში ჯონდი ბაღათურია.