პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრის პროცესი 15 წუთით გადაიდო. კანონმდებლებმა სხდომაზე რეგისტრაცია გაიარეს, რომლის შედეგად გაირკვა, რომ დარბაზში მხოლოდ 73 დეპუტატი იმყოფებოდა, რაც კენჭისყრის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, კენჭისყრები 15 წუთის შემდეგ ჩატარდება, როცა დეპუტატების საჭირო რაოდენობა რეგისტრაციას გაივლის და შესაბამისად კვორუმიც იქნება.