პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა ის პროცედურები, რომელიც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უკავშირდება.
უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ჩართულია არა მთავრობის შერჩევის პროცესში, არამედ მის წარდგენაში.
"მთავრობის საქმიანობაში არანაირი შეფერხებები არ არის. მათი დამტკიცების ვადები დამოკიდებულია სხვადასხვა ორგანოს გადაწყვეტილებაზე. პრეზიდენტი წარმოადგენს მოქმედი მთავრობის შემადგენლობას. ზოგი ამბობს, რომ მთავრობა გადამდგარია და დასჯილია, თუმცა მთავრობა თავის საქმიანობას აგრძელებს. პრეზიდენტი ჩართულია არა მთავრობის შერჩევის პროცესში, არამედ მის წარდგენაში. პარლამენტში მინისტრების მოსმენისთვის კომიტეტებს ოთხდღიანი ვადა აქვთ", - განაცხადა დავით უსუფაშილმა ბიუროს სხდომაზე.