დავით საგანელიძე მთავრობის მიმდინარე კვირაში დამტკიცებას შესაძლებლად მიიჩნევს

დავით საგანელიძე მთავრობის მიმდინარე კვირაში დამტკიცებას შესაძლებლად მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა მინისტრები ამ კვირაში დაამტკიცოს.

როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხის დროში გაჭიანურება არ უნდა მოხდეს.

"პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ორი მინისტრის ცვლილებით შემოიფარგლება. ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ. იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერი დღეს დაასახელებს მინისტრობის კანდიდატებს და პრეზიდენტს გადაუგზავნის, ხვალ ჩვენ საკომიტეტო განხილვას გავმართავთ. შაბათ-კვირას კი არსებობს შესაძლებლობა, სხდომა გაიმართოს და დავამტკიცოთ უკვე წარმოდგენილი კანდიდატები", - განაცხადა დავით საგანელიძემ.