სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული განცხადებებით გაიხსნა დღევანდელი სხდომა პარლამენტში.საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, ის, რაც ხდება მთავრობაში იმ აქტიურობის შედეგია, რაც უმცროსობის მიერ ჩატარებულ აქციებს მოჰყვა."ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში მთავრობაში მიმდინარე მოვლენები არის 21 მარტს გამართული სახალხო თავყრილობის და უამრავი საპროტესტო აქციის შედეგი, რომლითაც საზოგადოებამ გამოხატა უნდობლობა ივანიშვილის მთავრობის მიმართ.
"რაც შეეხება მთავრობის ნელ-ნელა გაპარვას, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო კვირეების განმავლობაში, ეს არის შედეგი 21 მარტს გამართული ძალიან მნიშვნელოვანი სახალხო თავყრილობისა და უამრავი იმ საპროტესტო აქციისა, რომლის ძალითაც საზოგადოებამ გამოხატა უნდობლობა, ივანიშვილის უნიათო და კორუმპირებული მთავრობის მიმართ,"-განაცხადა გია ბარამიძემ.