ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებაში მნიშვნელოვანი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” იმ ყოფილ წევრთა პოზიცია, რომლებიც უმრავლესობაში გადავიდნენ. “პირველ რადიოსთან” საუბარში ექსპერტი ამ დეპუტატებს “დენთის როლის შემსრულებლებად” და “მილიონერ დეპუტატებად” მოიხსენიებს:
“არ ვარ დარწმუნებული, რომ კონსტიტრუციაში წერია თითო-თითო მინისტრი წარადგინოს დასამტკიცებლად მთავრობამ. ერთი მესამედის ცვლილებაზე როა საუბარი, რასაკვირველია ნიშნავს, რომ აუციელებელია თავად მთავრობის ხელმეორედ დამტკიცება. რასაკვირველია შესაძლებელია, რომ მთელი გუნდი შეუცვლელი დატოვოს და მხოლოდ ახლებზე იყოს აქცენტი, მაგრამ მტკიცდება ყველა ერთად. დღეს ძალიან დიდი წონა პარლამენტში მიეცემა იმ დეპუტატებს, რომლებიც იქ მოხვდნენ ნაციონალური მოძრაობის წყალობით და რომლებმაც საკუთარი ნახტომით ქართული ოცნებისაკენ გაამყარა უმრავლესობა რიცხობრივად. დღევანდელი გადასახედიდან პოლიტიკისა და ბიზნესის ერთმანეთში ამრევი ეს დეპუტატები არიან “დენთის როლის შემსრულებლები” და თუ მათ საკუთარი ბიზნესი იმდენად აღარ აწუხებთ რამდენადაც პოლიტიკა, შეიძლება მთავრობა არ აღმოჩნდეს დამტკიცებული. მაგრამ ხელისუფლებას ბიზნესზე ბერკეტები საკმარისზე მეტი გააჩნია და დიდი ალბათობით ჩვენი მილიონერი დეპუტატები, რომელთათვისაც სულ ერთია რომელ პოლიტიკურ ძალას მიეკედლებიან მთავარია, რომ ხელისუფლებისგან ხელუხლებელი იყოს მათი ბიზნესი. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პერიოდში ზეწოლა გაძლიერდეს და შესაბამისად მიღებულ იქნას ქართული ოცნების უმრავლესობისგან ის შედეგი, რომელიც ჩაფიქრებულია და განხორციელებული იქნება ხელისუფლების მიერ“. აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი “პირველ რადიოსთან” გაკეთებულ კომენტარში.