,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამომრჩეველმა ნდობა იმისთვის გამოუცხადათ, რომ პარლამენტში გადაწყვეტილებები მიეღოთ.
"ჩვენთვის ლეგიტიმაცია იმის გამო არ მოუციათ, რომ მათთვის თვალში ნაცარი შეგვეყარა. რამდენს სჯერა, რომ ხოკრიშვილი და შავლიაშვილი ოჯახური მდგომარეობის გამო სახლში წავიდნენ? როცა ამაზე საუბრობთ, საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან რამდენად გულწრფელები ხართ? ამ პრობლემების არაღიარებამ ,,ნაციონალური მოძრაობა" იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, სადაც ვართ. ბატონო დავით, თქვენი განმარტებები კონსტიტუციას შეესაბამება, მაგრამ ნათელია, რომ პარლამენტში მთავრობის ნდობის გამოცხადება მოგვიწევს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მინისტრი შეიცვლება, რადგან მთავარია, ხელისუფლებას სათავეში ერთადერთი ადამიანი ჩაუდგეს, რომელიც არაფორმალურ მმართველობას მოსპობს და ეს ივანიშვილია. ყველა იმ კრიზისის დასაძლევად უნდა დადგეს, რომელიც ქვეყანას უდგას", - განაცხადა ჩიქოვანმა პლეარულ სხდომაზე.