ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სხვა კანდიდატით შესაძლო ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ძალიან დიდ სიცრუეს უწოდებს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, პროპაგანდა, რომელსაც გარკვეული ჯგუფები ახორციელებს.
"ეს სიცრუეა, ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა, რომელსაც ახორციელებს გარკვეული ჯგუფები. ტელევიზიებიც ხელს უწყობენ ამას, რაც არის ძალიან დიდი სიცრუე", - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტისაგან ნდობის მიღებას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს არანაირი პრობლემა არ არის.
კითხვაზე, ვრცელდება ინფორმაცია მასსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, კალაძემ აღნიშნა, რომ ესეც ძალიან დიდი სიცრუეა.
"ესეც ძალიან დიდი სიცრუეა. სიმართლეს არ შეესაბამება ეს მათდა სამწუხაროდ", - აღნიშნა კალაძემ.