„მინისტრსა და პარლამენტის წევრებს შორის პოზიციების შეჯერება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა“

„მინისტრსა და პარლამენტის წევრებს შორის პოზიციების შეჯერება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იყო მცდელობები, რომ ლევან ყიფიანის და მასთან დაპირისპირეული პარლამენტარების პოზიციები შეჯერებულიყო, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

პრემიერ-მინისტრი ლევან ყიფიანს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი გამოცდილება სპორტში გამოსაყენებელია.

„ჩემთვის გულდასაწყვეტი იყო ლევან ყიფიანის წასვლა, მე მასთან მქონდა საუბარი. ასევე, მქონდა საუბარი ჩვენს თანაგუნდელებთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ჩვენ პრაქტიკულად, ყველა რესურსი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ მათი პოზიციების შეჯერება მომხდარიყო, თუმცა სამწუხაროდ, ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. მე მას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას და ვუსურვებ წარმატებებს, მიმაჩნია, რომ მისი გამოცდილება არის გამოსაყენებელი სპორტის განვითარებისთვის“,-განაცხადა ღარიბაშვილმა

სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობა დღეს დატოვა.