"ერთადერთი სწორი გამოსავალია დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი და მიიყვანოს ქვეყანა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე"

"თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაური უნდა შეიცვალოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის აზრით ერთადერი სწორი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება იქნება, რომელმაც ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს.

„თუკი იგივე მთავრობის თავმჯდომარე დარჩა, მაშინ ბუბნებრივია, არასერიოზული ბასტი-ბუბუ ჩვენს მთავრობაში გარძელდება და ეს არ დაეტყობა ჩვენს ეკონომიკის გაჯანსაღებას. ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება, რომ თავად დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი, არაფორმალურ მმართველობას დაუსვას წერტილი და მიიყვანოს ქვეყანა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე , შემდეგ უკვე გადაწყვეტილებას საქართველოს მოსახლეობა მიიღებს“ - განაცხადა ალასანიამ.