"არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის მზად რიგგარეშე არჩევნების მოსაგებად"

გია ხუხაშვილის აზრით ვადამდელი საპარლამენტო არცევნების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს გაუჭირდებათ, რადგან არც ერთი მათგანი მოგებისთვის მზად არ არის. ექსპერტი ირაკლი ღარიბაშვილსაც აფასებს და ამბობს, რომ ის სახელმწიფო ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა და საზოგადოებას არ აქვს მისი ნდობა:

“არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის დღეს იმისთვის მზად, რომ რიგგარეშე არჩევნები მოიგოს. რაც შეეხება საპარლამენტო ძალებს, მე ვფიქრობს, რომ არც ქართული ოცნების და მითუმეტეს არც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში ეს არ არის. თუნდაც თვითგადარჩენის ინსტიქტმა უნდა უკარნახოს, რომ შესაცვლელები არიან მთავრობაში არა მხოლოდ სახელები და გვარები, რაც საბოლოო ჯამში შედეგს არ იძლევა, არამედ თვითონ ხედვა, ანუ თვითონ მენეჯმენტის სისტემა. ირაკლი ღარიბაშვილს გაუჭირდა განვითარება, ჩემის აზრით ის ვერ შედგა მასშტაბურ სახელმწიფო ლიდერად და ზუსტად ამიტომაც არის, ანუ საზოგადოებას იმდენად არ სჯერა, რომ მას შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება, რომ ყველა მისი გადაწყვეტილება ბრალდება ბიძინა ივანიშვილს”. აცხადებს გია ხუხაშვილი.