სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ფედერაციების სახელით საგანგებო განცხადებები გაკეთდა. რაგბის ფედრაციის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე აცხადებს, რომ მას ლევან ყიფიანის მიერ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განმარტებების არ სჯერა. ნიჟარაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია , თუ რატომ გადადგა ლევან ყიფიანი მინისტრის თანამდებობიდან, თუმცა აცხადებს, რომ ამის მიზეზი დეპუტატების განცხადებები არ ყოფილა.
„მე არ ვიცი რის გამო დატოვა ლევან ყიფიანმა თანამდებობა, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება , რომ დეპუტატების განცხადებების გამო დატოვა. ალბათ სხვა ვერსიები არსებობს. ჩვენ ყველა ფედერაციამ პრაქტიკულად ნოლიდან უნდა დავიწყოთ ეხლა მუშაობა.ყველას ჩვენ ჩვენი პროექტები გვაქვს, უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებები გვაქვს და ასეთი ქმედებები ანგრევს სპორტს,“-განაცხადა ნიჟარაძემ.