ლევან ყიფიანი სპორტის სამინისტროში მივიდა, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს

ლევან ყიფიანი სპორტის სამინისტროში მივიდა, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს დატოვა თუ არა თანამდებობა.

როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღეს 12:00 საათზე დანიშნულ ბრიფინგზე ჟურნალისტების ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა.