ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიანში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ორი შვილის დედა, საკუთარმა მეუღლემ ჩამოხრჩვალი სახლში ნახა.
"ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, მხოლოდ ის ვიცი, რომ აბაზანაში შესულა და გამოსვლა რომ დააგვიანდა, მეუღლემ კარი შეანგრია და ცოლი ჩამომხრჩვალი ნახა", – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ქვიანში ვასილ აბუსერიძემ.