"რიგის სამიტმა შესაძლოა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას იმედი გაუცრუოს", - ამ სათაურით აქვეყნებს რადიო "თავისუფლება" სტატიას.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი, რომელიც რიგის სამიტისთვის მომზადდა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ძალიან ცოტა კარგ ამბავს მოიცავს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს - სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას უკვე დაეგზავნა.
"ეს სამი ქვეყანა, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, იმედოვნებდნენ, რომ რიგის სამიტზე ევროპა მათ მისწრაფებებს ერთ დღეს ბლოკში გაწევრიანების შესახებ აღიარებდა, თუმცა, დოკუმენტში ძალიან მცირე მინიშნებაა იმისა, რომ ეს მოხდება" - წერს რადიო "თავისუფლება".