აშშ-ს ქალაქ ბალტიმორში კომენდანტის საათი ამოქმედდა. "ბიბისის" ცნობით, მიუხედავად ამისა, ქალაქში დემონსტრანტების ნაწილი აქციას კვლავ მართავდა ; მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაუმორჩილებლობის გამო სამართალდამცველებმა ათზე მეტი აქტივისტი დააკავეს.
ბალტიმორში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა, აქტივისტებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა და პოლიციას დაუპირისპირდნენ. მათ შესაჩერებლად ქალაქში სამხედროები განალაგეს. მოსახლეობა პოლიციის განყოფილებაში ფერადკანიანი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებს. ისინი პოლიციას ბრალს სდებენ. ფერადკანიანი ფრედი გრეი 12 აპრილს დააკავეს, მას ზურგის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა, დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ კი ის გარდაიცვალა.